15 ნოემბერი 2024,   11:12
ვრცლად
ჩაიარა ხომ ამ თემამ?! ვთქვით, რომ არც ჩვენი მხრიდან იყო აკრძალვა და არც ჩვენი მხრიდან იყო ფრენების დაშვება - ზარქუა რუსეთთან ფრენებზე

"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ფრენების შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" ყოფილი ხელისუფლების პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს ახსენებს და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისკენ ნაბიჯებს თავად საქართველოს ხელისუფლება დგამდა.

უმრავლესობის განცხადებით, ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო.

"ეს ხელმოცარული რადიკალები, ვინც გვყავს ახლა პოლიტიკურ სივრცეში ოპოზიციაში, თემას ვერ აგნებენ. რა თემაზე შეიძლება ააგონ თავიანთი პოლიტიკური პლატფორმა ან რაღა, რა უნდა ქნან. ვერ მოიფიქრეს, მიედ-მოედნენ და ახლა ფრენებიო. ჩაიარა ხომ ამ თემამ?!

ჩვენ ვთქვით, რომ არც ჩვენი მხრიდან იყო აკრძალვა და არც ჩვენი მხრიდან იყო ფრენების დაშვება. ეს იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის დაწესება და მოხსნა. ეს დაავიწყდათ ეტყობა ამ რადიკალებს, ვინც განცხადებას აკეთებს, რომ სწორედ მათ ბელადმა გადადგა პირველი ნაბიჯი რუსეთისკენ, როცა ეპატიჟებოდა, ლარსზე რომ იდგა," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები