15 ნოემბერი 2024,   11:06
ვრცლად
ახლა იმის დრო არ არის, რომ პოლიტიკურ დისკუსიებს და დებატებს გადაჰყვეს სახელმწიფოსთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის მუშაობა, როგორიც ეროვნული ბანკია - მიხეილ სარჯველაძე

 ახლა არ არის იმის დრო, რომ პოლიტიკურ დისკუსიებს და დებატებს გადავაყოლოთ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის გამართულად მუშაობა და შესრულება სახელმწიფოსთვის, როგორიც ეროვნული ბანკია,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯრომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ჩათვალა, რომ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა იყო საუკეთესო და მათ განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით არ მოუსმენიათ.

"ჩვენ ვფიქრობთ და ასე იქნა მიჩნეული, რომ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა იყო საუკეთესო შექმნილ ვითარებაში. სხვათა შორის, არ იქნება მარტივი იმ პოზიციიდან მისი წასვლა, სადაც ახლა მუშაობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიფიქრეთ, რომ ეს ყველზე მეტად რელევანტურია. ჩვენ განსხვავებული შეხედულება არ მოგვისმენია. განსხვავებით სხვა პოლიტიკური თანამდებობისგან, სადაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკის შემთხვევაში ცოტა განსხვავებული კრიტერიუმები შეიძლება განსაზღვრავდეს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაა. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ინსტიტუტებისგან დამოუკიდებლობა და სხვა. მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს, აქ ნომინირებაში არ არის მთავარი ფაქტორი, რაც დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ის ისნტიტუციონალური მექანიზმები, რომელიც კანონით არის განმტკიცებული და მათ შორის, ხანგრძლივი ვადით ამ თანამდებობაზე კონკრეტული პირის არჩევა. ვფიქრობ, რომ არავითარი დამოუკიდებლობის რეალური პრობლემა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. გამიჭირდება რეალური მიზეზის დასახელება, ამაზე დღეს გამოითქვა კიდევაც მოსაზრებები, შესაძლოა პრეზიდენტს აქვს ეს გათვლა და შეიძლება მისი დამოკიდებულება ასეთია. პრეზიდენტს შეიძლება დარჩეს განსხვავებული შეხედულება, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ არ არის ნამდვილად კარგი ვითარება, როდესაც ეროვნულ ბანკს ამ ხნის განმავლობაში აკლია საბჭოს წევრები და არ ჰყავს პრეზიდენტი, არ არის კარგი, რადგან ყოველთვის ახდენს ეს გავლენას. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ახლა არ არის იმის დრო, რომ პოლიტიკურ დისკუსიებს და დებატებს გადავაყოლოთ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის გამართულად მუშაობა და შესრულება სახელმწიფოსთვის, როგორიც ეროვნული ბანკია", - განაცხადა სარჯველაძე,.

დღის ამბები