ომის მოწოდებები ამჯობინეს მშვიდობას, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, ინტუიციურადაც კი გრძნობენ ვინ რაზე წამსვლელი შეიძლება იყოს, ვინ რას ქადაგებს, ვის რა სურვილები აქვს ,-ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოწოდებები "ცხელ შემოდგომასთან" დაკავშირებით გაიხსენა და განმარტა, რომ მაშინ, როდესაც მმართველი ძალა პოლარიზაციის შემცირებაზე მუშაობდა, ოპოზიცია დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა.
"მთავარი ამოსავალი არის ის, რომ ისინი უნდა მიხვდნენ საკუთარ შეცდომებს. შეცდომა იყო, როდესაც აჰყვნენ ყალბ ნარატივებს ან თვითონ ავითარებდნენ ეს რადიკალური ფრთები.
მაგალითად, როდესაც ევროკავშირის მხრიდან მოწოდება იყო დეპოლარიზაციაზე, გამოდის ხაბეიშვილი და იძახის, რომ ჩვენ "ცხელი შემოდგომა" უნდა მოვაწყოთო- არ მითხრას ვინმემ რომ დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო იმის საპასუხოდ, რაც ჩვენ შევთავაზეთ. სამწუხაროდ, ამას აჰყვა ძალიან ბევრი ოპოზიციიდან იმიტომ, რომ შეიძლება იმ წუთას ვიღაცას არასწორი გათვლები ჰქონდა, რომ მოვლენები შესაძლოა სხვაგვარად წარმართულიყო.
გახსოვთ, აღტაცებული სახეებით გაცხადებული დებულება, რომ საქართველო თითქოს დამარცხდა ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც 17 ივნისს გადაწყვეტილება გამოვიდა.
დიდი ხანი დასჭირდა იმას, საზოგადოებისთვის აგვეხსნა, რომ მოსალოცად აქვს საქართველოს საქმე. ასეთი დესტრუქციული გეგმების განხორციელება და შეთავაზება, ყველაზე ნაკლებად აწყობს საზოგადოებას.
მთავარი ეპიცენტრი რაც იყო ასეთი ტიპის მოვლენების იყო , როდესაც იმ აქციაზე, რომელზეც ომის გამოცხადება ვამჯობინეთ,მშვიდობის შენარჩუნებას, ბუნებრივი ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება. ინტუიციურადაც კი გრძნობს საზოგადოება ვინ რაზე წამსვლელი შეიძლება იყოს, ვინ რას ქადაგებს, ვის რა სურვილები აქვს და ამას რომ მხარს აუბამ და საზოგადოებას სთავაზობ, რომ გლობალური იდეალების გამო, ღირს ქვეყნის ომში ჩაბმა და ბომბები ცვიოდეს, რა საკვირველია ეს საზოგადოებას არ მოეწონება, ზურგს შეაქცევს და იმიტომაც არის კრიზისული მდგომარეობა ოპოზიციაში,"-განაცხადა სარჯველაძემ.