26 აპრილი 2024,   09:38
ვრცლად
თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ის ქმედუუნაროა - ზელენსკი

უმძიმესი ღამე იყო დონეცკის ოლქში - ოკუპანტების მიერ ქალაქ უკრაინსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა შორის 1 ბავშვია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

17-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი; დაფიქსირდა 150-ზე მეტი აფეთქება.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია კახოვკის ჰესის განადგურების შედეგად დაღუპულთა შესახებ. ქალაქ ოლეშკის მერის ცნობით, ადიდებულ წყალში 3 ადამიანის დახრჩობის შესახებ ინფორმაცია უკვე დასტურდება; რეგიონში ნაწილობრივ ან სრულად არის დატბორილი 50-მდე დასახლება. ქალაქ ხერსონში წყლის დონე უკვე 5.5 მეტრს შეადგენს და ვითარება ნელ-ნელა უარესდება.

ჰესის აფეთქების შემდეგ საფრანგეთი უკრაინას 10 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდის - ამას ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს დაპირდა. ამ მიმართულებით კიევს ეხმარება ვაშინგტონიც.  

"შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვების, სამედიცინო დახმარების გარეშე.
დაბომბვის მიუხედავად, ჩვენი სამხედრო და სპეცსამსახურები ადამიანებს შეძლებისდაგვარად ეხმაებიან, მაგრამ უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო.

აუცილებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, დაუყოვნებლივ ჩაერთონ სამაშველო ოპერაციაში და დაეხმარონ ხალხს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში.

თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ის ქმედუუნაროა.

უკრაინისა და ჩვენი მთავრობის მიერ ყველა შესაბამისი მართვა ადგილზეა," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები