მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წელს საქართველოს რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპი გაზრდილია 0,4 მეათედი პროცენტით.
ბანკის მიერ გამოკვლეულ ქვეყნებს შორის საქართველოს ლიდერი პოზიცია უკავია ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდით, როგორც 2023 წელს, ისე 2023-2025 წლების პროგნოზით.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წელს გაიზრდება 4,4 პროცენტით, ხოლო მომდევნო 2 წელიწადში სტაბილურად 5 პროცენტიან ზრდას დააფიქსირებს.
"მსოფლიო ბანკმა, გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების მორიგი ანგარიშები გამოაქვეყნა და გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,4 მეათედი პროცენტული პუნქტით. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა წელს 4,4 მეათედი პროცენტით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს და 2025 წელს, ზრდა იქნება 5%-ის დონეზე.
5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, როგორც 2024 წელს, ასევე 2025 წლებში. საქართველო ამ თვალსაზრისით გამორჩეულია მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკა, ქვეყანას სწორი მიმართულებით განვითარების საშუალებას აძლევს და დარწმუნებული ვარ, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები დაფიქსირდება," - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.