15 ნოემბერი 2024,   11:11
ვრცლად
საბა ბუაძე უკანონო მშენებლობების საქმეზე საუბრობს - რას პასუხობს "ლელოს" კახა კალაძე

პარტია "ლელო" უკანონო მშენებლობების მორიგ საქმეზე საუბრობს. საბა ბუაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია ქალაქიდან მოშორებით, 483 000 კვადრატულ მეტრზე აპირებს მშენებლობის ნებართვის გაცემას, სადაც ყველანაირი ურბანული თვალსაზრისით, მშენებლობის განვითარება მიზანშეწონილი არ არის.

საბა ბუაძეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული მიწა არასდროს ყოფილა რეკრეაციული სივრცე და ტერიტორიისთვის წარმოდგენილია განაშენიანების ყველა საჭირო საბუთი.

საბა ბუაძის ინფორმაციას უკვე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, დედაქალაქის მერია ყოველთვის მოქმედებს ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე.

"თქვენ ვერ მომიტანთ ვერცერთ მაგალითს და ვერცერთ პროექტს, რომელიც იქნა გაცემული ჩვენის მხრიდან და ეწინააღმდეგებოდა ქალაქის განვითარებას. დედაქალაქის მერია ყოველთვის მოქმედებს ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარებისთვის,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები