"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, როგორც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის გაძლიერებას.
ცვლილება გულისხმობს დეკლარაციების მონიტორინგის გაუმჯობესებას, დეკლარაციაში შესატანი ინფორმაციის ნუსხის გაზრდას და თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას, რომლებმაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები უნდა შეავსონ.