15 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
Euronews-ის ინფორმაციით, ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ "რუსული გავლენის" კანონის გამო, სამართლებრივ მოქმედებას იწყებს

ევროკომისია იწყებს სამართლებრივ მოქმედებას პოლონეთის წინააღმდეგ "რუსული გავლენის" კანონის გამო - Euronews-ის ინფორმაციით, ბრიუსელი წუხს, რომ ახალი კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოპოზიციონერების წინააღმდეგ პოლონეთში მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი საყოველთაო არჩევნების წინ.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დუდამ გასულ კვირას ხელი მოაწერა კანონს, ევროკომისიამ და სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელეს კრიტიკული განცხადებები, სადაც გამოხატეს სერიოზული შეშფოთება პოლონეთის დემოკრატიასთან დაკავშირებით.

"კანონი მიზნად ისახავს ქვეყნის ბიზნესში, პოლიტიკასა და მედიაში 2007-2022 წლებში პოტენციური რუსული გავლენის გამოაშკარავებას" - ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები