"თუკი ოპოზიციისთვის პოლარიზაცია არის ხელშემწყობი, ჩვენ უნდა დავაყენოთ ოპოზიცია იმავე საფეხურზე რაზეც არის მთავრობა“,-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეზ ამორმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, თუკი ოპოზიციური პარტიები პოლარიზაციას ანიჭებენ უპირატესობას, ევრო ინსტიტუტებმა უნდა იმავენაირად უნდა დაადანაშაულონ ოპოზიცია, როგორც მთავრობა.
"დეპოლარიზაცია არ არის ის, რაც შეიძლება მხოლოდ მთავრობას მოვთხოვოთ. თუკი ოპოზიციისთვის პოლარიზაცია არის ხელშემწყობი, ჩვენ უნდა დავაყენოთ ოპოზიცია იგივე საფეხურზე, რაზეც არის მთავრობა. თქვენ ხარ მთავრობა, გაქვთ მეტი პასუხისმგებლობა, თქვენ უნდა იყოთ მოქნილები, მომთმენები. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. თუ პოლარიზაცია ხელშემწყობი იყო ოპოზიციური პარტიისთვის და ოპოზიციური მხარეები ანიჭებენ უპირატესობას პოლარიზაციას, რადგან მათ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, ჩვენ ევროპარლამენტმა, ევროპულმა ინსტიტუტებმა იმავენაირად უნდა დავადანაშაულოთ ოპოზიცია, როგორც მთავრობა“,- განაცხადა ნაჩო სანჩეზ ამორმა
მისივე განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება დიდი პოლიტიკური შეცდომა იყო, რომელმაც დეპოლარიზაცია პირიქით გააძლიერა.
"მე ძალიან კრიტიკული ვიყავი ევროკომისიის გადაწყვეტილების, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. თქვენ იცით, და ჩემმა კოლეგებმა ყველამ იციან, რომ მე ძალიან კრიტიკული ვიყავი ევროკომისიის გადაწყვეტილების, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. ეს დიდი პოლიტიკური შეცდომაა. ეს პოლიტიკური შეცდომაა, ვინაიდან ის მართალი არ იყო, თითქოს იგი იმისთვის იყო, რომ ქვეყანას დახმარებოდა. მისი მიზანი პოლარიზაციის შემცირება იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მან პოლარიზაცია გააძლიერა, ვინაიდან მშვენიერი მიზეზია, რომ ოპოზიციამ მთავრობას უთხრას: „შენ ბოლო საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაში ჩავარდი“, - განაცხადა ნაჩო სანჩეზ ამორმა.