ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო-სასწავლო პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრობისთვის დაინტერესებული პირების გადამზადებაა.
კურსის მონაწილეები დეტალურად ეცნობიან მუშაობის პრინციპებს, საკანონმდებლო სიახლეებსა და საარჩევნო პროცესში ინტეგრირებულ ტექნოლოგიებს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის ელექტრონული მთვლელის გამოყენებით, ტარდება იმიტირებული კენჭისყრა.
"საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები" მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.