15 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
იქ, სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი, იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები - ნიკა მელია

ეს პარტია კარგავს სოლიდურობას - აცხადებს "ნაციონალურ მოძრაობაზე", ამავე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე.

ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა ვრცლად გუნდში არსებულ კრიზისზე და აღნიშნა, რომ სადაც არიან მერაბიშვილი და კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი.

"ეს პარტია კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას. უამრავი ადამიანი, და ერთ-ერთი მე, ვცდილობთ, პარტია გადარჩეს, როგორც პლატფორმა, რომელიც იქნება მიმზიდველი, გადარჩეს პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა და არა არსებულის განზიდვა. შესაძლებელი იქნება ჯამის მატება და არა ჯამის კლება, ძალების კონსოლიდაცია.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ჩემ მიერ და დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანის მიერ - მიიღება ხალხთან კონსულტაციის შედეგად. იქ, სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, იქ არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები", – განაცხადა ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში. 

 

ავტორი : ანუკა ბუავა

დღის ამბები