"ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე ალტერნატიული ცენტრის ფორმირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ, თუმცა კუპრაძის განმარტებით, ამაში "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" არ იგულისხმება.
"საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი გადაღლილა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ქიშპობით. გადაღლილია პოლარიზებით, რასაც გვეუბნებიან, მათ შორის, ჩვენი პარტნიორები, მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ საქართველოს მოსახლეობის 39%-ს აქვს პოზიცია, რომ არასდროს დაუჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" და 34% ამბობს, რომ არასდროს დაუჭერს მხარს "ქართულ ოცნებას", მაშინ კეთდება ალტერნატიული ცენტრი, რომელზეც კონკრეტული პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. "ლელო" გამოდის ინიციატივით, რომ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ალტერნატიული ცენტრის ფორმირებაზე და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ პოლიტიკური არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც იქნება დაკომპლექტებული სწორი ადამიანებით, სწორი შინაარსით, იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს სწორი შინაარსით, სწორი ადამიანებით," - განაცხადა კუპრაძემ.