15 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს იმდენად ტოქსიკური რეპუტაცია, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის - მიხეილ სარჯველაძე

ვინ რა ფორმით ხედავს საკუთარ თავს წინასაარჩევნო მარათონში პოლიტიკური განხილვის თემაა და, შესაბამისად, ოპონენტების პოლიტიკურ შანსზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაშიც".

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს იმდენად ტოქსიკური რეპუტაცია, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის.

"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს იმდენად ტოქსიკური რეპუტაცია, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, შესაბამისად, ბუნებრივია, ცალკეული პარტიები იწყებენ ზრუნვას იმაზე რომ ეს დამაზიანებელი ეფექტი ჩამოიცილო. ამის შემდეგ დღის წესრიგში დგება მათთვის ახალი გეგმები, თუ როგორ წარდგნენ მომდევნო არჩევნებზე. როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ ცალკეული პოლიტიკოსები, მათი შეხედულებების სისტემა ხომ არ არსებობს რეალურად," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები