15 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ და ვანო მერაბიშვილს ვერასოდეს ვერ გვექნება ერთნაირი შეხედულებები - დიმიტრი ბიძინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" სხვებს მის გარშემო გაერთიანებას ურჩევს, თუმცა თვითონ პარტია ამ დრომდე გახლეჩილია და შიდა დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს.

ნიკა მელიამ არაფორმალურ მმართველობასა და გუნდის კრიზისზე მორიგი საჯარო განცხადებები გააკეთა, მისი ნათქვამი კი დღეს, ტრადიციულად, პარტიის სხვა წევრებმაც დაადასტურეს.

ითქვა ისიც, რომ ყველა გადაწყვეტილებას არაფორმალური მმართველები იღებენ.

ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, მას და ვანო მერაბიშვილს არასოდეს არ ექნებათ თანმხვედრი აზრი.

"ფაქტია, რომ პარტია არის გახლეჩილი. ერთობა ვერ შედგა და ვერ შედგა იმის გამო, რომ რაღაც მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის. არაფორმალური მმართველობა არის შემოსული, რომელიც ამ პარტიას არ აძლევს საშუალებას, რომ დაიმატოს ახალი ადამიანები. მაგალითად,  ვანო მერაბიშვილი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კაბინეტიდან.

უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ჩვენ და ვანო მერაბიშვილს ვერასოდეს ვერ გვექნება ერთნაირი შეხედულებები,"-აცხადებს დიმიტრი ბიძინაშვილი.

ავტორი : ანუკა ბუავა. 

დღის ამბები