15 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
შიდა ბრძოლაში თავის დროზე მელიაც არ აკლებდა - დღეს, როდესაც მასაც მოხვდა ეს შოლტი, იგრძნო ამის სიმწარე და საუბრობს იმასაც, რასაც ადრე ვერ ხედავდა- ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც  "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ერთ-ერთ მედიასაშუალების ეთერში გააკეთა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩრდილოვანი მმართველობა ახალი არ არის და ის ჯერ უკრაინიდან შემდგეგ კი საქართველოდან იმართებოდა. 

ქადაგიშვილი ამბობს იმასაც, რომ ამ სიტუაციაში პარტია და ამომრჩეველი მხოლოდ ინსტრუმენტად იყვნენ გამოყენებულნი. 

"ისინი ძალიან დიდი ხანი არის სწორედ დესტრუქციული მიზნებისათვის აი, ამ ფარულ მმართველობას ჰყავს გამოყენებული. ეს ფარული მმართველობა ჯერ ხორციელდებოდა უკრაინიდან, ახლა გადმოინაცვლა საქართველოს ტერიტორიაზე და სააკაშვილის, კეზერაშვილის, მერაბიშვილის, მეშვეობით ხდებოდა სწორედ ქვეყნის დამაზიანებელი პოლიტიკის განხორციელება.

პარტია და მისი ამომრჩეველი ამ საქმეში იყო ინსტრუმენტი, ახლა ეს ინსტრუმენტი მობლაგვებულია. გამომდინარე აქედან, ამ შიდა ბრძოლაში თავის დროზე მელიაც არ აკლებდა. დღეს, როდესაც მასაც მოხვდა ეს შოლტი, იგრძნო ამის სიმწარე და საუბრობს იმასაც, რასაც ადრე ვერ ხედავდა,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

ავტორი:ანუკა ბუავა. 

დღის ამბები