"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ განიხილავს მისი პარტია, პოლიტიკური ცენტრის შექმნას "ნაციონალური მოძრაობის" გამოკლებით.
მისი თქმით, ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს.
"ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი ხელს აძლევს მხოლოდ "ქართულ ოცნებას." ორპოლუსიანი ველი უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გააგრძელოს ბრძოლა თავისი ელექტორატისთვის ცალკე და პროევროპული სხვა პარტიები უნდა შევეცადოთ შევქმნათ ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს გაარღვიოს ეს პოლიტიკური ველი. ყველა შესაძლო პარტნიორთან მიმდინარეობს ან დაიწყება მოლაპარაკება. ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი და წინასწარ საუბარი, თუ როდის მოხდება ასეთი ერთობის ასეთი ერთობის შექმნა ან ვისთან ერთად, იქნება მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.