15 ნოემბერი 2024,   11:08
ვრცლად
საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო ეკონომიკური ზრდით ევროპაში ლიდერობს

საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანას ეკონომიკური ზრდით ევროპაში ლიდერის პოზიცია უკავია. მსოფლიო ბანკმა წლის დასრულებამდე საქართველოსთვის განსაზღვრული ნიშნული წინასწარ განსაზღვრულზე 0.4%-ით, 4.4 %-მდე გაზარდა. რაც შეეხება 2023 და 2024 წლებს, აქ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-ით არის ნავარაუდევი.

ოფიციალური პირების მსგავსად, ეკონომიკის სფეროს ანალიტიკოსებსაც მიაჩნიათ, რომ წლის ბოლოს, საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო ბანკის პროგნოზი შეიცვლება და კიდევ მოიმატებს. ამასთან, სპეციალისტები ძირითად ფაქტორებზე საუბრობენ, რამაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ზრდა განაპირობა.

იმ ფაქტს, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი მატულობს, ეთანხმებიან პოლიტიკოსებიც, თუმცა აქ განსხვავებული პოზიციებია რესურსების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

პანდემიის შემდგომი 2 წლის განმავლობაში, საქართველოს 10.5 და 10.1%-იანი ზრდა ჰქონდა. მსოფლიო ბანკის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, სამომავლო ზრდის პროგნოზები, არაერთი მიზეზით არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს პოზიტიური სიგნალი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მსურველთათვის არის.

დღის ამბები