15 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრას "ტვიტერზე" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრით კმაყოფილია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გერმანიასთან ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები