15 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
საბოლოო ჯამში, "ნაცმოძრაობა" ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს - ირაკლი კობახიძე "ლელოს" ინიციატივაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციაში კარგად ესმით, რომ "ქართულ ოცნებასთან" პირველი ადგილისთვის ბრძოლას არავითარი აზრი არ აქვს და ისინი ერთმანეთს ებრძვიან მეორე ადგილისთვის.

კობაძის თქმით, საბოლოო ჯამში, "ნაცმოძრაობა" ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს.

"ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუსურვებ წარმატებას მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. ყველას ვუსურვებ, რომ 1 პროცენტიდან ავიდნენ 2-ზე ან 3-ზე. ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა. დღეს ისინი ერთმანეთში იბრძვიან მეორე ადგილისთვის. ებრძვიან არა "ქართულ ოცნებას" იმისათვის, რომ აიღონ პირველი ადგილი, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამის არავითარი შანსი არ აქვთ. "ნაცმოძრაობას" წინა არ ჩვენებზე ჰქონდა 30 პროცენტი და ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 19 პროცენტზე და კლების დინამიკა არის მზარდი, რაც ძალიან კარგია. რეალურია იმის შანსი, რომ "ნაცმოძრაობა" ჩამოსცდეს ორნიშნა მაჩვენებელს. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, "ნაცმოძრაობა" განეიტრალდება ქართული პოლიტიკიდან, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს. "ნაცმოძრაობაში" უნდა ვიგულისხმოთ კოლექტიური "ნაცმოძრაობა", ვიცით, რომ არავითარი განსხვავება არ არის, "ნაციონალურ მოძრაობას", "ლელოს", გახარიას, "ევროპულ საქართველოს", "გირჩსა" და ა.შ. პარტიებს შორის. შესაბამისად, საჭიროა არა "ნაციონალურ მოძრაობის", როგორც პარტიის განეიტრალება, არამედ ამ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები