კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ჯასტინ ტრუდოს ვიზიტი კიევში, წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.
კანადის პრემიერმა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტსაც. შეხვედრის კადრებს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალური ქსელით ავრცელებს.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ტრუდოს მეორე ვიზიტია.