15 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
496 600 მილიარდი დოლარი - ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოვიდა

496 600 , თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი - ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოვიდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს და ბოლო წლების შედეგებს ადარებს. ჩანს, რომ 2021 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, წლევანდელი პირველი კვარტლის მონაცემი, მასზე თითქმის 4-ჯერ მაღალია.

ინვესტიციების სტრუქტურის განხილვისას, ოფიციალური პირები აქცენტს აკეთებენ რესურსების წარმომავლობაზეც, რასაც ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. წლის პირველ კვარტალში შემოსული ინვესტიციების ნახევარზე მეტი, ევროკავშირზე მოდის - ლიდერი ნიდერლანდებია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, ძირითადი წილი აქვს იაპონიას, ამერიკას და თურქეთს. ხუთეულში შედის რუსეთიც.

ინვესტიციების წარმომავლობა, ასევე დინამიკა წინა წლების და განსაკუთრებით პოსტპანდემიური პერიოდის გათვალისწინებით - ეს არის ძირითადი საკითხები, რაზეც ყურადღებას ამახვილებენ ანალიტიკოსები. ასევე აკეთებენ პროგნოზს მომდევნო კვარტლებში და წლის ბოლოს მისაღებ შედეგებთან დაკავშირებით.

მოცულობის და წარმომავლობის გარდა, საქსტატმა იმ სექტორების ჩამონათვალიც წარმოადგინა, სადაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს მაჩვენებლები ქმნის წარმოდგენას, თუ რა მხრივ არის მიმზიდველი საქართველო უცხოური ბიზნესისთვის. ირკვევა, რომ ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორებში.

დღის ამბები