15 ნოემბერი 2024,   11:04
ვრცლად
პირადად მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ, თუ დეტალურად გამოაქვეყნებენ, საკუთარი საქმიანობის ფინანსურ ანგარიშებს - მამუკა მდინარაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინიციატივაზე

თუ NGO სექტორის გამჭვირვალობას ეხება, კანონპროექტი რუსულია და თუ მოხელეების გამჭვირვალობას და მათ ფინანსუ საქმიანობას ეხება, მაშინ სადაურია? ფრანგული, ამერიკული, გერმანული და სადაურია? რამდენად ფარისებლები არიან, რამდენად ყალბია მათი ნარატივები. დავალება რამდენად თვალსაჩინოა, რომ ყველაფერს რუსული ეძახონ,-ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ჯურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.

"მე პირადად ვაძლევ გარანტიას, რომ მე დავუჭერ მხარ და ჩვენი გუნდის წევრებს მოვუწოდებ ამ კანონის მხარდაჭერისკენ, თუ ისინი დეტალურად გამოაქვეყნებენ საკუთარი საქმიანობის ფინანსურ ანგარიშებს, რომელ პროექტში რამდენს ხარჯავენ და საიდან აქვთ ეს შემოსავალი, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, გამორიცხულია! ათასგვარ რამეს მოიგონებენ, რომ ეს არ გააკეთონ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები