08 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
საგარეჯოში 82 წლის ქალს ეძებენ

საგარეჯოში 82 წლის ქალს ეძებენ. ის სამი დღის წინ გაუჩინარდა. სოფელ გომბორში მცხოვრები ევა თურმანაული სახლიდან 8 ივნისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

ახლობლების ინფორმაციით, ხანდაზმულ ქალს, ალცჰაიმერის სიმპტომები აღენიშნება.

ოჯახის წევრებმა უკვე შეატყობინეს პოლიციას და სამაშველო სამსახურს, რომლებიც ძებნის პროცესში ჩაერთნენ.

დღის ამბები