09 მაისი 2024,   06:10
ვრცლად
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო.

მიხეილ შაყულაშვილმა ქარელის, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.

ჯამში, 35 კმ-ზე მეტი სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდების თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ღირებულებაც 18 მილიონ ლარზე მეტია.

დღის ამბები