სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში ფონდმა სტუდენტებს უმასპინძლა.
სტუდენტებს ფონდის წარმომადგენლების გარდა შეხვდა ცნობილი სპორტსმენი ლევან საგინაშვილი, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი სპორტული მიღწევების და გამოცდილების შესახებ ესაუბრა. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეს უკვე მესამე პროექტია, რომელსაც ფონდი უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.