15 ნოემბერი 2024,   11:04
ვრცლად
"ახლაც იმავე აზრზე ვარ, რასაც იქ ვლაპარაკობ" - ზურაბ ჯაფარიძე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შესახებ

პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით იგივე აზრი აქვს, რაზეც 2011 წელს გაკეთებულ განცხადებაში საუბრობს.

"ახლაც იმავე აზრზე ვარ, რასაც იქ ვლაპარაკობ, ოღონდ ვერ იპოვეთ მაგის საწინააღმდეგო, თორემ მიადებდით იმ ვიდეოს," - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

საუბარია 2011 წელს ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ:

"თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, ეს იქნება ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ქართული ბაზრისთვის და მათ შორის ბევრი ადამიანის დასაქმების წყაროც გახდება, ძალიან იდიოტი ქვეყანა უნდა იყოს დღეს ზოგადად, რომ ექსპორტი აუკრძალოს თავის მოქალაქეებს ნებისმიერ ქვეყანაში, მნიშვნელობა არ აქვს, გინდა რუსეთი იყოს, გინდა ნებისმიერი ქვეყანა“.

დღის ამბები