08 მაისი 2024,   16:07
ვრცლად
იაპონიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოზე 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ მიწისძვრა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 18:55 საათზე მოხდა.

მიწისძვრის სიღრმე 140 კმ იყო.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ბიძგები ასევე იგრძნობოდა ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში.

დღის ამბები