09 მაისი 2024,   06:17
ვრცლად
წარმატებული ახალგაზრდები და პირველი "AI არტ" გამოფენა საქართველოში

პირველი "AI არტ" გამოფენა საქართველოში. კიდევ ერთი წარმატებული ქართველი, რომელიც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტი არც ისე ხელოვნურია. ხატვა სიტყვებით, კონკრეტული ციფრული პროგრამის მეშვეობით, გიორგი მეურმიშვილისთვის ახალი გამოწვევაა.

მან საკუთარი ნახატები და ფოტოსურათები ხელახლა გააცოცხლა და ციფრულ სამყაროში ამოგზაურა, ახლა სურს AI ნამუშევრები ტექსტილზე გადაიტანოს და რეალიზაცია დაიწყოს.

პროფესიით ანთროპოლოგმა მოგზაურობის დროს აღმოაჩინა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მისი ტილოზე შესრულებული ნამუშევრები თუ ფოტოსურათები ციფრულ სამყაროში თავიდან გაცოცხლდა. აპლიკაციამ ორიგინალ გამოსახულებებს სხვადასხვა სახე მისცა, შეცვალა მათი ფორმა, ხასიათი და ემოცია.

ფოტოხელოვანი ამბობს, რომ მომავლის გეგმები გაცილებით მასშტაბური აქვს და რომ მალე მისი ნამუშევრები ტექსტილის ქსოვილებზეც გამოჩნდება.

სანამ პროდუქციის რეალიზებას დაიწყებს, ისევ მუშაობა და სურს, რომ მხატვრობაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ ადამიანებს კიდევ უფრო მეტი უთხრას.

დღის ამბები