მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა, "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებებზე საუბრობს. როგორც ზარქუა აცხადებს, ხელმოცარულ ოპოზიციას ქართული საზოგადოება მხარს არასდროს დაუჭერს და ხელისუფლებაში არასდროს მოიყვანს.
ზარქუას განმარტებით, ოპოზიციის მიზანი დესტაბილიზაცია, ხალხის შეცდომაში შეყვანა და ამით რაღაც პოლიტიკური ქულებს დაწერაა და მღვრიე წყალში ჰგონიათ, რომ რევოლუციას მოახდენენ.
"მათი ამოცანაა ქაოსი, დესტაბილიზაცია, ხალხი შეცდომებში შეიყვანონ და ამით რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ და მღვრიე წყალში ჰგონიათ, რომ რევოლუციას მოახდენენ. ვერ ეღირსებიან, ქართული საზოგადოება, ამ ხელმოცარულებს მხარს არასდროს დაუჭერს და არასდროს მოიყვანს ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.