15 ნოემბერი 2024,   11:02
ვრცლად
ეს ადამიანები უკვე ღიად და საჯაროდ აფიქსირებენ, რომ თურმე ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში - ალუდა ღუდუშაური ჯაფარიძის განცხადებაზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებებზე და კანდიდატის სტატუსის მიღების დაბალ ალბათობაზე საუბრობს.

ღუდუშაურის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წევრები არ მალავენ და ღიად აფიქსირებენ იმ პოზიციას, რომ თურმე ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში. მისი თქმით, მათ არ უნდათ ქვეყნის პროგრესი, წინსვლა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ.

"ეს ადამიანები, განსხვავებით წარსულისგან, დღეს უკვე ღიად და საჯაროდ, მათ შორის, ტელეეთერებში არ მალავენ იმას და ღიად აფიქსირებენ იმ პოზიციას, რომ თურმე ქვეყანამ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში. ამიტომ, სრულიად ნათელია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" თავიანთი ამ რადიკალური ჯგუფებით, ჯაფარიძე, ხოშტარია და სხვები, არ უნდათ ჩვენი ქვეყნის პროგრესი, მათ არ უნდათ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები