15 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
ლინხენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ლინხენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ლიხტენშტაინის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მაგისთანებისთვის.

დომინიკ ჰასლერის თქმით, საქართველოსა და ლიხტენშტაინს საერთო ღირებულებები აკავშირებთ, როგორებიცაა, დემოკრატიის, ადამიანების უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე, თანამშრომლობაზე განათლების სფეროში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას მრავალმხრივ დონეზეც, მათ შორის, ევროპის საბჭოს ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობის დროს.

დღის ამბები