პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სესიაზე მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოჭორიშვილის "ისტერიული" ტონი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
როგორც სალომე სამადაშვილი განმარტავს, ტყუილია ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი მედია და ოპოზიცია აბრკოლებს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს.
"ერთი დიდი ტყუილი, რომელიც მოვისმინეთ ქალბატონი ბოჭორიშვილის პირიდან, ეს არის, რომ თითქოს ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია და სხვები აბრკოლებენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და მისი სრულიად ისტერიული ტონი მე, კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ როგორც ჩანს გზავნილები, რომლებიც მიღებული აქვს ხელისუფლებას იმაზე, რომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი არ იქნება, არის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის ძალიან დამაჯერებელი," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.