15 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ამ ქვეყანაში თუ ვინმე ამბობს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, ის არის საქართველოს ევროპული მომავლის მტერი - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პერსონალიზებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიდგომა ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა. განცხადება მან "დეოლიგაქრიზაციის შესახებ" კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გააკეთა. 

"დღეს თუ ამ ქვეყანაში ვინმე ამბობს მიმდინარე მოვლენების პარალელურად, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, ის არის საქართველოს ევროპული მომავლის მტერი და მოქმედებს მხოლოდ თავისი პირადი, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვუჯერებთ ევროკომისიას, რომელიც პერსონალიზაციის მიდგომას გულისხმობს თავის რეკომენდაციაში. კანონის მიღებამ პერსონალიზირებასთან დაკავშირებული პრობლემა ვენეციის კომისიის აზრით, ვერ აღმოფხვრა. თუ ვენეციის კომისიის ამ პათოსს გავიზიარებთ, მაშინ საერთოდ არ უნდა შევეხოთ პერსონალიზირებულ საკითხს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავწერთ ამ დათქმას, რომ ჩვენ მომავალი წლის პირველ მარტამდე არ ავამოქმედებთ კანონს. ავამოქმედებთ მომავალი წლის პირველი მარტიდან. თუ ვენეციის კომისიის საწინააღმდეგოდ ევროკომისია იტყვის, რომ არა, პერსონალიზება არ გჭირდებათ, მაშინ ამ კანონს არ ავამოქმედებთ", – აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები