პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის მიერ სესიაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ წარმატებებზე ისაუბრა.
როგორც თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, სამხარაძეს დაავიწყდა აღენიშნა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა მათთან იმ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს, რომლებიც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს.
"ძალიან პოზიტიურია ის, რომ არსებობს ასეთი მაღალი ინტერესი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ბატონ ნიკას დაავიწყდა აღენიშნა, რომ ყველა მათგანმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის პირდაპირ ისაუბრეს პრეზიდენტ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე. მათ ისაუბრეს პოლარიზაციაზე, მათ ისაუბრეს სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე, მათ ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა სულ უფრო შორდება პროდასავლურ კურსს," - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.