წარმოუდგენელია მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეგწევდეს ძალა, რომ დღეს რაც ხდება, ამის პარალელურად ამბობდე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევრორეკომენდაციებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"წარმოუდგენელია მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეგწევდეს ძალა, რომ დღეს რაც ხდება, ამის პარალელურად ამბობდე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევრორეკომენდაციებს. ვინც ამას ამბობს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება, მისი მიზნები დაკავშირებულია სტატუსის არმიღებასთან და ის არის საქართველოს ევროპული მომავლის მტერი," - განაცხადა მდინარაძემ.