15 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
აშშ-ის ელჩი მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა - კონკრეტულად რას ედავებიან ამჯერად კელი დეგნანს გასულ წელს გაკეთებული განცხადების გამო

აშშ-ის ელჩი მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. "ქართულმა ოცნებამ" კელი დეგნანს გასული წლის ნოემბერში გაკეთებული განცხადება შეახსენა, სადაც დიპლომატი ირწმუნებოდა, რომ უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიიდან კიევმა გამოიწვია.

გუშინ კი გაირკვა, რომ ევროსაბჭოს ინსტიტუტმა, როგორც ქართული, ასევე უკრაინული კანონი შეისწავლა და დაიწუნა.

"ოცნება" ირწმუნება, რომ კელი დეგნანი შეცდომაში შეიყვანეს, რამაც საქართველოში პოლარიზაციის გაღმავება გამოიწვია.

დეგნანის განცხადების კრიტიკას მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიცია. რატომ გაავრცელა დიპლომატმა გადაუმოწმებელი ინფორმაცია - ამ კითხვაზე ხელისუფლების ოპონენტებს პასუხი არ აქვთ. თუმცა ამტკიცებენ, რომ "ქართული ოცნება" ელჩისთვის შეცდომაზე მითითებით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას აზიანებს.

12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთზე, შტატების წარმომადგენლის მიერ წარსულში გაკეთებულ კომენტარს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინული კანონი, რომლის ზუსტ ანალოგს საქართველოს პარლამენტიც იღებს, ელჩის განცხადებამ ოპოზიციის ხელში სპეკულაციის საგნად აქცია.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მსგავსი შინაარსის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, ევრორეკომენდაციების მთავარი პუნქტების შესრულებას აფერხებს.

კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკომისიისგან მიიღეს. საქართველოს პარლამენტში კანონპროექტმა დეპუტატების მხარდაჭერა ორი მოსმენით უკვე მიიღო.

დღის ამბები