15 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
დღეს უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს და საქართველო ის დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც პერსპექტივა და მკაფიო გზა აქვს დასახული ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის - ვახტანგ მახარობლიშვილი

დღე, რომელსაც ვზეიმობთ, 1918 წელს რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლებას აღნიშნავს. სამწუხაროდ, მაშინ მთელმა სამყარომ ვერ შეძლო საქართველოს გვერდით დგომა, როდესაც რუსეთი ხელახლა შემოიჭრა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 3 წლის შემდეგ, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ბრიუსელში გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს და საქართველო ის დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც პერსპექტივა და მკაფიო გზა აქვს დასახული ევროპული ქვეყნების კავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის. 100 წლის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებით, დღეს ევროპა დგას საქართველოს გვერდით, ისევე როგორც უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ევროპული მხარდაჭერა და სოლიდარობა არის ის, რისი აღნიშვნა გვსურს ამაღამ", - განაცხადა მახარობლიშვილმა.

დღის ამბები