"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი არის სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებელი. როგორც ნიკა მელია "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს, "ნაციონალური მოძრაობა" არ იმსახურებდა იმ მოცემულობას, რომლის წინაშეც ახლა პარტია დგას.
ამასთან, მელიას თქმით, ცალკეულმა ადამიანების ჯგუფმა ჩათვალა, რომ პარტია შეიძლება ეკუთვნოდეს რამდენიმე ადამიანს.
"მავანმა ჩათვალა, რომ პარტია არის რამდენიმე ადამიანის, რომლებმაც ზურგი შეაქციეს საკუთარ ამომრჩეველს და ახლა ბატონი ხაბეიშვილი იკითხეთ-არ მქონდა მოსმენილი თითქოს ჩვენ არ ვართ პარტიის წევრები. მე მასთან დაკავშირებით არ ვისაუბრებ, არა იმიტომ, რომ არ ვკადრულობ მასთან დაკავშირებით საუბარს, მან იმ ხალხსაც კი შეაქცია ზურგი, ვინც ხმა მისცა მას შიდაპარტიულ არჩევნებში. ის არ წარმოადგენს, როგორც ამ ადამიანებს, ასევე არ წარმოადგენს პარტიის მართვის პროცესში საკუთარ თავსაც," - აცხადებს ნიკა მელია.
წამყვანის კითხვაზე, როდესაც ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, გულისხმობს თუ არა იმას, რომ ხაბეიშვილი სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებელია?!
"სამწუხაროდ ეს ასეა და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამაში რწმუნდება. ჩვენ, როდესაც წლების განმავლობაში ვებრძვით იმ მანკიერებას, რაც "ქართულმა ოცნებამ" დანერგა, მხედველობაში მაქვს არაფორმალური მმართველობა, რა გასაკვირია, რომ ჩვენს ახლო გარემოცვაში, ოპოზიციაში ამ მანკიერებას შეებრძოლები. მით უმეტეს, როდესაც საჭიროებაც არის და აუცილებლობაც არსებობს საზოგადოებაში, რომ არსებული რეალობის ალტერნატივა დავანახოთ საზოგადოებას. თუ კი ეს პარტია 11 წლის თავზე, არ იმსახურებდა იმ მოცემულობას, რომელიც ახლა დადგა. როგორ დადგა, რა გარემოებებით, რა შორს მიმავალი გეგემები იყო შემუშავებული, ამას მომავალი ძალიან კარგად დაადგენს," - განაცხადა მელიამ.