04 მაისი 2024,   17:13
ვრცლად
ფსევდოლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი თავად ფსევდოლიბერალებისთვის : გოიმები გრძნობენ თავს თანამედროვეებად და ე.წ. სვეცკებად და დადიან მერე ბედნიერები - მდინარაძე

ფსევდოლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი თავად ფსევდოლიბერალებისთვის: გოიმები თავს გრძნობენ თანამედროვეებად და ე.წ. სვეცკებად და დადიან მერე ბედნიერები. ეგ არის მათ ქცევის თავი და ბოლო, მეორე მთავარი მიზანი მათთვის არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ზურაბ აბაშიძის და ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტის სატელეფონო საუბრის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, რუსული მხარისთვის ბოდიში არავის შეუთვლია, შესაბამისად, გაყალბებულ აუდიოჩანაწერებზე ამბები არ უნდა აიგოს. რაც შეეხება ფსევდოლიბერალურ ფრთას, მამუკა მდინარაძის თქმით, მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის.

„ბოდიში ჩვენ არავისთვის შეგვითვლია და თავისი ინიციატივით ზურაბ აბაშიძე ბოდიშს არ მოიხდიდა. ჩვენ არავისთვის შეგვითვლია ბოდიში და არც არავის ვუთვლით ასეთ დროს. ერთადერთი ადამიანია ამ ქვეყანაში ეს ადამიანი, რომელსაც აქვს ლეგიტიმური საშუალება, რომ ელაპარაკოს რუსული მხარის წარმომადგენლებს. ერთადერთი ლეგიტიმური პირია, რომელიც ელაპარაკება და მის საუბრებზე ავაწყობთ-ხოლმე რაღაცებს. თან, თუ „დაფეიკებულ“ საუბარზე ავაწყობთ, მთლად უარეს უბედურებას მივიღებთ. შესაბამისად, ფსევდო ლიბერალური ფრთის მიმართ დამოკიდებულება, თუ ასეთი იყო, საერთოდ არ გამიკვირდება, „დაფეიკებული“ რომც არ იყოს. ზოგადად, ამ ძალით გაბრაზებულ ხალხზე, ერთ რამეს გეტყვით: რატომ ხდება ეს ყველაფერი იცით? ფსევდოლიბერალიზმს აქვს ერთადერთი პლუსი თავად ფსევდოლიბერალებისთვის: გოიმები გრძნობენ თავს თანამედროვეებად და ე.წ. სვეცკებად და დადიან მერე ბედნიერები. ეგ არის მათ ქცევის თავი და ბოლო და მეორე მთავარი მიზანია მავნებლობა და ქვეყნის მტრობა მაგათთვის," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები