ბრიუსელში, ნატოს სამიტამდე ბოლო მინისტერიალი იმართება - ორი დღის განმავლობაში წვერი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები იმსჯელებენ, თუ რა დახმარება შეიძლება გაუწიონ უკრაინას კონტრშეტევის დაწყების პარალელურად. სწორედ უკრაინის დახმარება იყო განხილვის მთავარი თემა რამშტაინის შეხვედრაზე, რომელიც მინისტერიალის დაწყებამდე გაიმართა.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც. შეხვედრა შტატების თავდაცვის მდივანმა გახსნა.
რამშტაინის ფორმატი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და ჯგუფი უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.