77 - 0-ის წინააღმდეგ - საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს პარლამენტმა კენჭი პირველი მოსმენით უყარა, რომლის მიზანია უზრუნველყონ საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა, კერძოდ, გაკონტროლდეს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, ასევე, დადგინდეს ჰონორარის და მისი განაწილების პრინციპები.
ინიციატორები ამბობენ, რომ პროექტი ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად არის შემუშავებული.
კანონის მიღებას მიესალმებიან ავტორ-შემსრულებლები.