თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ასევე ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროებთან თანამშრომლობით, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით "ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერება საქართველოში".
გაფართოებულ შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარების საკითხში სისტემური მიდგომის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტების მერები, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით შედგა.