15 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
"რატომ ჩამოაწერა რუსეთს "ნაცმოძრაობამ" ეს ცოდვა, რაიმე ახსნა ხომ არ გაქვთ" - მამუკა მდინარაძის კითხვა აგვისტოს ომის დროს მაშინდელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ, გსხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და დაინტერესდა, კონკრეტულად რომელი ევროპელი დეპუტატების მხარდაჭერას ელოდებიან გარანტირებულად, რომ საქართველოსთვის ჯანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. 

თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს მი,მართა კითხვით: "ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს, რომ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთის ომის მიზეზი?"  რაზეც მას შალვა პაპუაშვილმა უპასუხა: "მაგაზე უკვე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გიპასუხათ უკვე, რომ კი". 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა თავის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლები არასახელმწიფოებრივად მიდგომაში დაადანაშაულა.  

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კი "ნაციონალურ მოძრაობას" აგვისტოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებე და მაშინდელი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე დაუსვა შეკითხვა.

"მე ერთადერთი კითხვა მაქვს, ოდნავ ვრცელი შესავლით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა მისი ტერიტორიების ოკუპაცია. მეორე ვერსია ჩვენ ვნახეთ ამისგან განსხვავებული რეზოლუციაში, რომელსაც "ნაცმოძრაობამ" მხარი დაუჭირა. რატომ ჩამოაწერა რუსეთს "ნაცმოძრაობამ" ეს ცოდვა, რაიმე ახსნა ხომ არ გაქვთ, თეორიული მაინც. 2008 წელს, როდესაც ქართველ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება და ომის დანაშაული, და ახლა, როდესაც რუსეთი იბრძვის ნატოს გაფართოების და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ეს ცოდვა რატომ ჩამოაწერეთ, ახლა თუ შეგიძლიათ გვითხრათ?!" - მიმართა "ნაციონალურ მოძრაობას" მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები