15 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ყველას შეუძლია ჩვენი ოპონენტებიდან თავი მიაკუთვნოს "ომის პარტიას", ვინც თავისი უსაფუძვლო ბრალდებებით ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის - ილია დარჩიაშვილი 

"გლობალურ ომის პარტიაში ვის გულისხმობს მმართველი ძალა, იგულისხმება ამაში ევროკავშირი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები? რამდენად უშლის ეს ხელს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს?"- პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრმა ანა წითლიძემ, ეს კითხვა ილია დარჩიაშვილს დაუსვა.

რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა მას უპასუხა, რომ ვინც თავისი უსაფუძვლო ბრალდებებით უქმნის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას საფრთხეს, ყველამ შეიძლება თავი "ომის პარტიას" მიაკუთვნოს.

"თქვენი შეფასებები, დამოკიდებულება და ამ პროცესში არმონაწილეობა უშლის ხელს სამწუხაროდ. ყველას შეუძლია ჩვენი ოპონენტებიდან თავი მიაკუთვნოს ომის პარტიას, ვინც თავისი უსაფუძვლო ბრალდებებით უქმნის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას საფრთხეს,"- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენდნენ, რის შემდეგაც, კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართა. 

დღის ამბები