15 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
"სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო უმაღლეს საფეხურზეა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით" - ანრი ოხანაშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, სადაც აღნიშნულია, რომ ბრძოლის კუთხით საქართველო უმაღლეს შეფასებას იღებს, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები კარგად მუშაობს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საქართველო უკომპრომისო ღონისძიებებს ატარებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ.

"სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო უმაღლეს საფეხურზეა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ეს რა თქმა უნდა, არის სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურება ტრეფიკინგის ბრძოლის წინაამდეგ თვალსაზრისით. ეს არის რა თქმა უნდა სამართალდამცავი ორგანოების, ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევა, რომ იბრძოლოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ და ეს, ასევე არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ გატარებული იმ ცვლილებების შედეგი, რა ცვლილებებიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლებში," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.  

პარტიები თანხმდებიან, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით ქვეყანას აქვს პროგრესი.

"ეს იშვიათდაგანი დადებითი ასპექტია, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ხელისუფლების მიღწევებზე. ნამდვილად სასიამოვნოა, ამ მოცემულობაში საქართველოს წარმატება თუნდაც პატარა ასპექტით, ტრეფიკინგის მიმართულებით. არის კიდევ იმის იმედი, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებული ვიყოთ პოლიტიკური ნების შემთხვევაში," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

 

 

დღის ამბები