15 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს და დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი "ბიოლში" გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.

დღის ამბები