მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს. რა ფორმით ჩაერთვება პატიმარი პაციენტი პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამაზე საუბარი მის პარტიაში ჯერ უჭირთ, თუმცა ამ განცხადებამდე იყო ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი იქნებოდა.
მისი თანაგუდნელების განცხადებით, ჯერ კონკრეტულ გეგმებზე საუბარი ადრეა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს არ იძლევა.
"ის არის "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო და აქტიურად თუ იქნება ჩართული პოლიტიკაში, კარგი იქნება არამხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის.
რაც შეხება პოლიტიკურ ფორმატებს, ეს მომავლის საქმეა. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობდა,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.