საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს, მმართველ გუნდში აფასებენ და პირველ რიგში იმას უსვამენ ხაზს, რომ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ადამიანს, არ აქვს უფლება ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს.
ამასან, "ქართული ოცნების" წევრები, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ.
"რა ფულიც არ უნდა ჩაასხას მეორე კრიმინალმა კეზერაშვილმა, "ნაციონალურ მოძრაობას" აღარაფერი არ ეშველება, მით უფრო მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ.
ორი წელია, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვესმოდა, რომ გამოუვალ მდგომარეობაში იყო, მოწამლეს, საქართველოს ხელისუფლებას მისი მოკვლა სურს, ახლა კი ყველაფერი სხვა ჭრილში გამოჩნდა, რომ ის არის ჯანმრთელი და უნდა პოლიტიკური აქტიურობა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.