მმართველი გუნდი, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არც არსად წასულა და მისი დღის წესრიგი ყოველთვის დესტრუქცია იყო.
"მან აწარმოა მილიონ დოლარიანი კამპანიები, ლობისტური კომპანიების დაქირავება, იგონებდა შიმშილს, სიკვდილს, შემდეგ უყურა ამ თავისი პარტიის არაფრისმაქნის თავმჯდომარეებს და მიხვდა, რომ ახლა მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩამოიხსნას ნიღაბი. მას ყოველთვის სურდა დაებრუნებინა ძალაუფლება, რაც გამორიცხულია. ძველი გამონათქვამი რომ არის - "ფული ჯოჯოხეთს ანათებს" - როგორც ჩანს, ზოგიერთ ე.წ. ექიმსაც უნათებს "გონებას", ისევე როგორც ზოგიერთ ევროპარლამენტარს. წარმოებული კამპანია აღმოჩნდა ფუჭი, შესაბამისად, მიხვდა რომ მის ირგვლივ არავინ არაფრის მაქნისი არ არის,"- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.