პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა პაველ ჰერჩინსკი. დიპლომატის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას თვალს ადევნებენ და პროცესს მომავალშიც დააკვირდებიან.
"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც წევრი ქვეყნების დიდ ინტერესს იწვევს. იმედს გამოვთქვამ, რომ მისი, როგორც პატიმრის ყველა უფლება შესწავლილი და დაცული იქნება შესაბამისი უწყებების მიერ," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.